თითქმის შავი კაბით თითქმის ბნელ ბარში


გიგა,

ეხლა რომ არ დავწერო ალბათ გავგიჟდები. ისეთი ნაცნობი და ისეთი უცხო ვარ ეხლა ჩემი თავისთვის…

თითქოს საკუთარ თავს კრისტალის ანარეკლებში ვაკვირდები და ყველგან სხვადასხვანაირი ვარ, მაგრამ სხვები ვერ მხედავენ. არავინ არაფერი იცის ჩემზე და არც მინდა რომ იცოდნენ…

როგორც ჩანს შესაძლებელი ყოფილა ჩემს განათებულ, მაგრამ ცივ ოთახში ვიჯდე და სულ სხვა განწყობაზე ვიყო. ალბათ მუსიკის ბრალია.

სიბნელე… სადმე შორს, უცხო, მაგრამ ჩემი ბარი… წყნარი ბარი… მაღალი სკამი, შავი კაბა მაცვია, სიგარეტს ვეწევი და სასმელს ვწრუპავ. ეხლა მგონია, რომ საათობით შევძლებდი ასეთ გარემოში ჩაძირვას და ტკბობას. ვიქნებოდი უბრალო, ქალური…ცოტა ირონიული…  ცოტათი ისეთიც როგორიცაა Michelle Pfeiffer  ფილმში The Fabulous Baker Boys … ვიმღერებდი კიდეც:)…. რატომაც არა? Jeff Bridges-თან ცეკვაზეც არ ვიტყოდი უარს…

როგორც ჩანს იმაზე ბევრად მეტი მდომებია ვიდრე უბრალოდ ბარში ჯდომაა. ან საქმე იმაშია, რომ არ მინდა სახლში სპორტული ტანსაცმლით ჯდომა და მომავალ გამოცდებზე ფიქრი (მეცადინეობა კიარა, ფიქრი უბრალოდ…:)))

18 დეკემბერს მე წავალ ბარში… შავი კაბა არ მაქვს… არაუშავს თითქმის შავი კაბა მაქვს…

Advertisements

5 thoughts on “თითქმის შავი კაბით თითქმის ბნელ ბარში

  1. ee sigaretis momentma gatexa 😀 (acrili var zogadad 😀 ) tore dalshe mesmis sheni (kabis mugamic ar maqvs 😀 )
    magram otaxshi jdomas da mecadineoabs yvelaferi jobia ra :)))))

    mitumetes bari musika da rame ^_^

    ise martla iyavi? 😀 😀

    gaumarjos cheshamritebas da

    ise Fade to blacks xom ar usmendi? magan icis egetebi 😀

  2. ara ar vyofilvar :((( ver movabodiale, megobrebis naxva, dzili, daleva da gavida ardadegebi wynar barshi marto dajdomis gareshe 😛
    sigarets rac sheexeba vegar vewevi, cudad vxdebi ratomgac da shesabamisad sheveshvi 😀 mara am situaciashi ragac mouxdebodasavit chemi azrit 😛
    Fade To Black-s piriqit gamovyavar xolme sibnelidan 😀
    au,ramdeni xania Metallicaze minda ragacis dawera da vfiqrobdi veravin gaigebs metqi da shen xo mainc gaigeb 😉 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s