წწწ.მოოდტჰეორყ


სალომე,

წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავიწყო. 18 წლის იყო, ერთხელ კაცმა არ იცის სად გავიცანი. არაფხიზელი ვიყავი, მაგრამ ინტერნეტში იყო. ჯერ კურტ კობეინზე ვილაპარაკეთ ბევრი, მერე ნირვანაზე. რაღაც ფრაზა მომწერა, გამახსენდა საიდანაც იყო და ფორესტ გამპზეც ვილაპარაკეთ ბევრი.

მერე შევხვდით. დასალევად. მისი სახელი არასწორედ წარმოვთქვი და ეწყინა. ღამე იყო. ბევრი დავლიეთ, საჭმელი თვითონ გააკეთა. ბევრი ვილაპარაკეთ, ჩვენს ცხოვრებაზე, მშობლებზე. სისოცხლეზე, სიკვდილზე. რაღაცეებზე ვაწყნარებდი, რაღაცეებზე მაწყნარებდა. თესლი თვალები გაქვსო მითხრა.

კარტის თამაში უყვარდა და კარტი ვაჩუქე. ღამე აქ დარჩა. მეორე დღე პრიკოლებს მანახებდა ინტერნეტში და საღამოსკენ დარჩენილი არაყი გამოვცალეთ. ისევ დარჩა. არ უნდოდა სახლში დარეკვა, ძალით დავარეკინე. ქეთათოს გაცნობა უნდოდა, აი კორტნი ლავივით არისო. ჩარკვიანიც უყვარდა. იმ ღამესაც დარჩა.

მეორე დილას უსაქმური კი ნუ გგონივარო – გამომიცხადა და ლექციებზე წავიდა. მაგის მერე არ მინახავს. აქ ქუდი დარჩა. ზამთარი იყო.

გუშინ კი თავი ჩამოიხრჩო.

Advertisements

2 thoughts on “წწწ.მოოდტჰეორყ

  1. არც მე ვიცი რა გითხრა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც ეხლა იდიოტურად არ იჟღერებს, მაგრამ რა როგორ ჟღერს მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, რახან აქ დაწერე ეს ყველაფერი, ალბათ გინდოდა ჩემგან რამე მოგესმინა, ან უბრალოდ გინდოდა მე მომესმინა შენთვის.
    რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, ვინც მერე თავი მოიკლა და დღემდე ვფიქრობ ყველა მათგანზე, მიზეზებზე, იმაზე, თუ რამ გაუელვათ ბოლოს თავში და რამ ვერ აიძულა სიცოცხლე აერჩიათ. დღემდე ვერაფრით გავიგე როგორ…. ბედავენ…
    შენთან ვარ
    მაპატიე თუ სისულელეები ვილაპარაკე

  2. ბედავენ… სიყალბეში ჩაძირულებს, რუტინით გამოკეტილებს გვავიწყდება რაღაცეები… სიცარიელეს ყველა ვერ უძლებს, უფრო სწორად ყველა ვერ ხედავს… ვინც ხედავს, იმისთვის შეკითხვა ’როგორ ბედავენ ცოტა უადგილოა… თუმცა აქ ეს შესაძლოა არ იყოს მთავარი მიზეზი, თუმცა რაც ვიგრძენი იმას ვწერ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s