იყავი ბედნიერი, შენი რა მიდის…


გამარჯობა, ჩემო გიგა,   

იცი, ეს დღეები ძალიან ბევრი ვიარე ფეხით. ვცდილობდი, ჩემი  გაღიზიანებული  სული გარეთ გამომეშვა და გამესეირნებინა. აი, ძაღლებს რომ ასეირნებენ, ისე. აღრენილ ძაღლებს და სულებს 🙂

-ცოდოა, მონადირე ძაღლია, სახლში დიდხანს ნუ გააჩერებ…  გაიყვანე, დაიხარჯოს….

გამოვედი, ამჯერად 500 სიმღერით გაძეძგილი mp3-ით და ფიქრებით გამოტენილი თავით.

პაუზა თეატრისგან და კინოსგან, პაუზა ძველი მეგობრებისგან.

მუსიკა, გზა და მე…

Don’t worry, be happy-ო მეუბნება Bobby McFerrin… ვბრაზდები, ეგრე ადვილი რო იყოს მეთქი, მაგრამ არ გადავრთე და ვიგრძენი,  რომ მზემ და სიმღერის სიმსუბუქემ ჩემში რაღაცის დადნობას მოახერხეს. ჩემს დადნობაზე რაღაც მახსენდება, თვითირონიულად მეღიმება და გზას ვაგრძელებ.

მზიურში გავბოდიალდი…  ძველი, ნაცნობი მზიური, ჩემი ბავშვობა, 3-თავიანი დევი, ბეჰემოტი და ისევ მზე! შენობა ძვეეეეეეეეეეელი კომუნისტური წარწერით: „დაე მუდამ იყოს მზე“… იყოს მეთქი, გავიფიქრე კიდევ ერთხელ, როგორც ბავშვობაში და გამიხარდა.

გამიხარდა, რომ ეს „მუდამ“ ახლა იყო. იმიტომ, რომ მზე ნამდვილად ანათებდა ტოტებიდან და ხეებს, როგორც იქნა, გაუბედა თქმა: – მე თქვენ არ შეგეშვებით სანამ ფოთლებს არ გამოისხამთო!

-არა, ცარიელ ტოტებს შორისაც ლამაზია შენი სხივები მეთქი, – შევციცინე მზეს იდიოტივით გაღიმებულმა.

არა, ხომ შეიძლება, უბრალოდ, ვიყო ბედნიერი?! აი ასე, ავდგე და ვიყო ბედნიერი… ან დავჯდე და ვიყო… ან დავწვე და ვიყო… 🙂  დაწოლაზე გამახსენდა: Peter Gabriel-მა ადრე მითხრა, ზურგი დამიკაწრეო… ვიუკადრისე და ვუთხარი, მოდი, უბრალოდ, მაგ სათაურით ალბომი დაწერე, მერე ჩემს გიგას უთხარი, ის მე მომაწვდის, მე mp3-ში ჩავიწერ და პირობას გაძლევ, play all-ს დავაჭერ მეთქი. პირობას აშკარად ვერ გავტეხავდი და ასეც მოვიქეცი. მზიან მზიურს აშკარად მოუხდა… ჩემს აღრენილ სულსაც.

შემრცხვა. შემრცხვა, იმიტომ, რომ მივხვდი, რამდენად ყალბი იყო ჩემი გაღიზიანება. თურმე საკმარისი იყო მზიანი მზიური და მუსიკა, რომ ისევ გრძელი ჭრელი კაბით მინდორში სირბილი მომნდომებოდა. დაიწყო დადებითი მოგონებების ფოტოკოლაჟი ჩემს ტვინში 🙂 მეცინება ხოლმე, ისე სასაცილოდ ვიცი საყვარელი მომენტების გახსენება ცხოვრებიდან, ამოჭრილი სურათებივით მაცვივა ბავშვური და ძალიან არაბავშვური ბედნიერი წუთები 🙂 …

ვაკეში გამოვედი. მანქანების დანახვაზეც რომ არ შევცბი, უფრო გავთამამდი და გადავწყვიტე, ბავშვების დღედ მექცია ეს დღე. ჯერ მეგობართან და მის შვილთან – 7 თვის მათესთან წავედი, რომელიც, სხვათა შორის, გლდანის მეტროსთან ცხოვრობს 🙂 მათე თავისი ცისფერი თვალებით ძალიან სერიოზულად მათვალიერებდა, ხან თმაში მწვდა, ხან საყურეს წაეტანა და ბოლოს რომ მობეზრდა ჩემი ღლაბუციც და მოკლე თმებიც, ჭიჭყინი დაიწყო. ყირაზე დავდექი, რომ დამემშვიდებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მერე დედამისს ორივე შევეცოდეთ და გამომართვა. ხელში აიყვანა და ისე დაუწყო მოფერება და ლაპარაკი, რომ პირველად დავინახე ნინოში ნამდვილი დედა. დედა, რომელთან ყოფნისასაც ვერავინ და ვერაფერი შეგეხება; ვისთანაც ყოველთვის თბილა და იმედია:

– რა იყო, დედიკო, აბა მითხარი.. ყველაფერი კარგადაა, რამ შეგაშინა?… რა მოგივიდა, აბა, დედიკო, დაწყნარდი… – მათეც  მიხვდა რაც ხდებოდა და დამშვიდდა. კაცმა რომ თქვას, არც არაფერი, ბავშვი დედამ დააწყნარა, მაგრამ ზუსტად ისე იდიოტივით მომადგა ცრემლები, როგორც მზიურში მეღიმებოდა იდიოტივით. მათე დედიკოს დავუტოვე და „ბავშვების მადაზე მოსული“, ბიძაშვილის შვილებთან გავვარდი.

3 წლის ლიზიკომ ჯერ რაღაც საოცარი ამბები მომაყარა და ბოლოს მითხრა:

– სალომე, იცი, ჩემს მაღაზიაში კინდერი იყიდება! – ეს განაცხადი იმას მოჰყვა, როცა ჩანთიდან ჩვეულებრივი შოკოლადი გავუწოდე. მივხვდი მინიშნებას და რაღას ვიზამდი, შემდეგისთვის ქინდერს შევპირდი,  რომელსაც მეც კი დღემდე ვყიდულობ ხოლმე.

ბიძაშვილმა ღვეზელები გამოაცხო. ლიზიკო კაი ხანი მიყურებდა ეშმაკურად, მერე მოვიდა და როცა ღვეზელს ვკბეჩდი, მეორე მხრიდან მოაჭამა დიდი ლუკმა. უბედნიერესი გამომეტყველება მიიღო. მეც რომ გამეცინა, გათამამდა და მეორეჯერაც მოაკბიჩა. 4 ღვეზელი შევჭამეთ ორმხრივად! ბავშვს უხაროდა, დეიდა ასეთ უაზრო რამეს რომ აკეთებდა. მეც მიხაროდა… უბრალოდ, დიდი შრომა დამჭირდა, რომ რამენაირად მე-5 ღვეზელის შეჭმა გადამეფიქრებინა. მთელი ბიოლოგია ჩავაქსოვე იმის ახსნაში, თუ რატომ არ დაიტევდა ამდენ ღვეზელს ჩემი კუჭში. ლიზიკოსაც მობეზრდა მოსმენა და შემეშვა.

წამოვედი სახლში… დოლიძეზე ჩემი ძმა და თავისი მეგობარი სვამდნენ ლუდს. შევუერთდი და ვთხოვე თავიანთი უცნაური იუმორი გაეზიარებინათ. მაზიარეს, ვიცინე და მივხვდი, რომ არც ისე უცნაური ყოფილა. უბრალოდ, საკმარისი ინფორმაცია არ მქონდა.

დიდი დღე იყო, დიდი, ხასხასა და ფორთოხალივით წვნიანი. სახლში სულ პატარა ძმა დამხვდა გიტარით. ცოტა დავუკარით და დაძინება გადავწყვიტე. ძილის წინ Mcferrin-მა კიდევ ერთხელ წაიღიღინა, – რა განერვიულებს, არ მოგბეზრდა მაინცო?  მერე Ella Fitzgerald-მა და  Louis Arsmtrong-მა გამიმხილეს, რომ ჩემი სიახლოვე მათთვის ყველაფერს ნიშნავდა 🙂  (The nearness of you) და ისევ თვითირონიულად გამეღიმა.

არაფერი შეცვლილა, თბილისში ისევ ის ხალხი დადის, ტელევიზია ისევ იგივეზე ლაპარაკობს, მე ისევ მენატრება, მაგრამ მე და Bobby ბედნიერები ვართ.

When you worry you make it double.. So…
Don’t worry, be happy……

fuck! რატო არ ვიცი სტვენა – მეთქი გავიფიქრე და ჩამეძი…

Advertisements

8 thoughts on “იყავი ბედნიერი, შენი რა მიდის…

  1. იდიოტივით ცრემლების მოდგომა კი, ყოველ გაზაფხულზე რო ბავშვობა მახსენდება და თან ვხვდები რო ბოლომდე არ გავზრდილვარ და მიხარია, ეგეც კი 🙂 მათე და ნინოც კი…..

    ეხლა წავალ მე იქ სიცივეში ცივ გერმანელებთან და ვეცდები მეც არ გამაცივონ….

  2. ხო, მე ამ ერთობ კომუნისტური გოგონяს სიმღერის მოძებნა დამეზარა და რა კარგი და ნარნარი ხარ ჩემო გიგა რომ იპოვე 😀 აშკარად მოუხდა ჩემ კომუნისტურ პოსტს. “სალომეს უყვარდა ბავშვები, ბავშვებს უყვარდათ სალომე” – უნდა ერქვას ამ პოსტს :)))) სულით გაღიზიანებული კიარა სულით კომუნისტკა ვარ მე!

  3. ისე, არ ჯობდა ის დრო? :))))გადაფრინდებოდი, ნაშებს აყრიდი რუსეთში 2 მანეთად….
    ნინო, რა გინდა იმ ფაშისტებთან?! კაპიტალიზმი დაგვღუპავს ჩვენ!

  4. :))))))))))))))))) წადი რა ფაშისტებთან ვახ 🙂
    ნუ აზრი იგივე იყო 😀
    Fuck, სტვენა რატო არ ვიცი მეთქი- აი ასე გავიფიქრე 😀

  5. ეჰჰ, ბავშვობის პერიოდი მეც კარგად მახსენდება, კაი დრო იყო…
    მიუხედავად იმისა, რომ ნოსტალგიურ განწობაზე დავდექი, მომეწონა შენი POST-ი :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s