Skip to content

, sweet home...

Why Georgia and Romania should be best friends?

Written by a highly subjective, yet extremely smart and modest Georgian person

verso lkjlkj.jpg

This article is for all those Georgians who have never thought how much in common their country has with Romania and also for those Romanians who imagine Georgia as a faraway country that is yet undiscovered land for them.

Dear Romanians, we are not so far away from each other. We are “Black Sea Buddies”.  So, if you are a superman/wonderwoman that can swim from Constanta to East, you might get to Batumi (Don’t try this at home).

So, here are some reasons why I think it would be easy and beneficial for both countries if we’d be best friends:


We have a lot in common!

Similarities start from our simple human features. For example, both, Romanians and Georgians are warm people, very hospitable and always ready to help. Georgians appreciate witty sense of humor that Romanians have and Romanians could easily keep up with Georgian fun teasing. So, if we would frequently visit each other, there could only be a win-win situations.

Both, Georgians and Romanians love to complain, about government, weather, too much sun, to little sun, other people, themselves, the whole country and anything in the world. It’s just something about complaining that makes people feel better both, in Georgia and Romania.

However, both know how to have fun. Georgian gatherings are usually full of singing, playing guitar, dancing, laughing and of course drinking. Romanian gatherings and parties are also full of fun, maybe sometimes boardgames, dancing, laughing and of course, drinking.

We have lots of dishes in common. Georgians have Sarmale and we call it Tolma. Romanian Mamaliga is very similar to Georgian Ghomi. And Georgian Khachapuri is similar to Placinta cu branza. But there is a lot to discover from both sides, food variety is big in both cases.

Both countries went through communism, which mainly means unhealthy mentality, but once you are free from it, you learn to appreciate your freedom.

Majority of both countries’ population are Christian orthodox. It manifests itself culturally on many levels and forms society’s values that are also similar, as a result.

Romania and Georgia are somehow outsiders in European politics. Romania has been waiting for ages to get in Schengen area and is considered one of the least developed countries in EU and Georgia is not even that far, we are impatiently expecting to get visa free regime for EU. This is why I think it would be a great idea to team up!

Both Romanians and Georgians like mountains, beautiful beaches and good time. Guess what? Both countries also have all of that, so, why not share? Isn’t “Happiness only real when shared?”


Let’s share our culture with each other!

Both, Romania and Georgia love music and arts.

Music: Romanians would just adore Tbilisi’s vast electronic music scene, for example club Bassiani that got worldwide attention and recognition. Georgians, on the other hand, would happily visit Romania for its wonderful festivals and concerts. Many famous artists and bands come to Romania to perform.

Cinematography: When I first watched the Romanian movie “Tales from the Golden Age”, I thought it could have easily been filmed in Georgia because we have very similar past. And the humor of the movie “12:08 East of Bucharest” reminded me a lot of my favorite Georgian movie “Blue Mountains”. Georgians appreciate great movies but Romania has advanced in this sphere much more. So, we could have a great exchange of experiences between the artists and simply movie-lovers as well.

In Romania, there are lots of great movie festivals. I already wrote about one of them before. You can read the article here.


Scene from a Georgian movie Blue Mountains (1983)               


Scene from a Romanian movie 12:08 East of Bucharest (2006)


Let’s explore each other’s cities and nature!

If only, there was a direct flight between Romania and Georgia! Just try to draw a straight line over the black sea, it would be so much shorter, easier, and nicer.

A lot of Georgians would love beautiful Romanian fairytale-like towns as Sibiu, Brasov and Sinaia.


Peles castle in Romanian town Sinaia

And for Romanians, since mountaineering is very popular in Romania, they would love the Georgian mountains that are up to 5000 meters high. They tourists would fall in love with stylish and somewhat boheme Tbilisi and sea-side city, Batumi.  Georgians would be able to go to other European countries through Bucharest. Romanians would explore Asia through transit in Georgia. So, direct flight connection is all we need to open the door to endless travelling opportunities.


Shkhara mountain (5193 m), highest peak in Georgia


Let’s complain together about our communist past and share our experiences of problem-solving!

Here, I mainly mean our political past and present. We both went through and survived Communism. Do you know what that means? It means damaged mentalities, out-dated systems, reversed minds, load of bureaucracy and lost trust among people.

Despite all of this, Romania has accelerated its Economic growth very fast afterwards, has entered EU and is still developing very fast. Georgia, on the other hand, found its way through bureaucracy and reformed public sector completely. Paperwork has been substituted by digital transactions and lives of people has been simplified a lot.

It seems so obvious to me that these two countries could learn a lot from each other. But instead, both look up to Germany and other western countries and try to repeat their steps. Imagine climbing a mountain and seeing someone already being at the top of it and trying to figure out how this person got there but you have someone just next to you. You ignore each other and struggle to climb up. Well, of course it’s motivating to see someone already did the job you’re trying to do but look at the person just like you, the obvious help might be right in front of your eyes and you might miss it if you’re not attentive enough.

So, Georgia could take an example of Romania’s economic achievements and Romania could learn from Georgia’s public sector reforms.


How should we become best friends?

If you are Romanian, am veste buna, n-ai nevoie de viza, nici de pașaport, poți vizita Georgia fără probleme. Dacă ai vrea sfături legat de zboruri si alte detalii, contactează-mă, ne descurcam!

If you’re Georgian, ვიზა კი გჭირდება, მაგრამ აგიხსნი ყველაფერს, ადვილია და თან იქნებ მოგვეხსნას ვიზის ვალდებულება იანვრიდან. პაწაც დაიცადე.

As for me, I am doing my best to fly back and forth, tie the bonds, write awesome articles and I am not going to stop here, I have big plans!


ფაქტის წინაშე

13518203_10157066271010068_2112031919_oსასაფლაოზე ვიყავი. ალბათ ყველაზე ლამაზ სასაფლაოზე რაც კი ოდესმე მინახავს. მშვიდ და მწვანე სასაფლაოზე. ვიწრო მოსახვევები სულს არ მიხუთავდა, უბრალოდ წლები თითქოს თვალწინ გამორბოდნენ და გაუჩერებლად ჩურჩულებდნენ, 1888 -1940, 1913-1977, 1934-? ბევრი საფლავი იყო ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანებისთვის გამზადებული, გარდაცვალების წლის მაგივრად კითხვის ნიშნით და უცბად მივხვდი სადაც ვიყავი.

შენ გაჩნდი და დადექი ფაქტის წინაშე, რომ ცოცხალი ხარ, ცოცხალი ხარ ეხლა. აუცილებლად მოკვდები, მაგრამ ეხლა ცოცხალი ხარ, თუ გინდა გაიხარე, იცინე, იტირე, იცოცხლე, მაგრამ აუცილებლად მოკვდები და მოხვდები სასაფლაოზე. ზუსტად და დანამდვილებით არ გეცოდინება სად მოხვდები სიკვდილის შემდეგ და საერთოდ მოხვდები თუ არა სადმე. გაიცნობ ადამიანებს. ზოგი ღმერთის ხსენებაზე ცინიკურად ჩაიცინებს, ზოგი ატირდება, ზოგი ომებს დაიწყებს, რომ ყველას დაანახოს თავისი ჭეშმარიტება, მაგრამ შენ არასდროს გეცოდინება დანამდვილებით რატომ ხარ ფაქტის წინაშე რომ ხარ ცოცხალი.

ერთი წამით წარმოვიდგინე ყველა ის ადამიანი, რომლებიც ახლა კლუჟის სასაფლაოზე იყვნენ. ქალი, რომელიც 1888 წელს დაიბადა, ზუსტად 100 წლის წინ ჩემს დაბადებამდე და რა შორეულია ეხლა ეს ქალი ჩემთვის. მაგრამ ოდესღაც ეს ყველა ადამიანი დარბოდა, იცინოდა, უხაროდა, წყინდა, იმიტომ რომ იყვნენ ფაქტის წინაშე, რომ იყვნენ ცოცხლები.

ხანდახან ეს ფაქტი აუტანელია. აუტანელია, იმიტომ, რომ იცი ძალიან ბევრჯერ უნდა გეტკინოს. გეტკინოს, როცა შეგიყვარდება და შენს რომანტიულ სიყვარულში პირველად გამოჩნდება იაფფასიანი ჩხუბი, გეტკინოს, როცა გარდაიცვლება შენი ახლობელი, გეტკინოს, როცა ვეღარ უგებ საუკეთესო მეგობარს, მაგრამ ვერაფერს იზამ, ეს ყველაფერიც უბრალო ფაქტებია, რომლებიც ხდება, გინდა ეს შენ თუ არა.

მე მიყვარს ეს ოხერი სიცოცხლე. მიყვარს, რომ შემიძლია ვუყურო ფოთლის შრიალს, ვიგრძნო თვითმფრინავის აფრენა, ჩავხედო ჩემზე შეყვარებულ თვალებს, ვიცინო მეგობრებთან ერთად და უბრალოდ ხანდახან მავიწყდება, რომ ეს ყველაფერი მთელი გულით უნდა გავაკეთო და ფეხებზე დავიკიდო ის, რომ დილით ყავა გადამექცა და დაბდურა ვარ ან ის, რომ უაზროდ მივახარჯე ფული იმაში რაც არ მჭირდებოდა. მინდა უფრო მეტად მიყვარდეს ყოველი წამი და აღარასდროს მაღელვებდეს ათასი უაზრო წვრილმანი საზრუნავი, რაც ადამიანებმა საკუთარ თავს გავუჩინეთ.

ხშირად იარე სასაფლაოზე, თუ გინდა აღმოჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ ცოცხალი ხარ.


ქაღალდის სახლი

ქაღალდის სახლი ავიშენე. ფურცელი ფურცელს დავამატე, გვერდი – გვერდს, ფიქრი – ფიქრს და შევაკოწიწე. ძალიან ჰაეროვანია, ნახევრად არარსებული.

მთელი ცხოვრება ვიღაც ან რაღაც გვენატრება. ხან ბავშვობის მძაფრი შეგრძნებები, როცა დამალობანას დროს საგულდაგულოდ დამალვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამე იყო ცხოვრებაში, ხან საკუთარი თავის ძველი ვერსიები, ხან გარდაცვლილი ახლობლები, ხან შორს მცხოვრები ოჯახის წევრები და მეგობრები, ხან ისეთი მეგობრობა, რომელიც რუსავით ძალდაუტანებლად და უდარდელად მიედინება, ხან მზე, ხან თოვლი და ზოგჯერ ისეთი რამეებიც კი გვენატრება, რაც არც კი გვინახავს და გამოგვიცდია. ხანდახან მგონია, რომ შეიძლება გაგიჟდე ადამიანი ამდენი ნაკლულობისგან, ამდენი რამის არქონის და ამდენი ვინმეს არყოლის გამო…

მივდიოდი იმდღეს ქუჩაში და უცბად რომელიღაცა სახლის სარდაფიდან, სარდაფის მძაფრი და წესით უსიამოვნო სუნი მეცა, მაგრამ ისე ცხადად გამახსენა დამალობანას დროს სარდაფში დამალვა, რომ უნებლიედ გამეღიმა. ზოგადად ცოტა არ იყოს მშიშარას, თამაშის დროს ყველანაირი შიშის გრძნობა მეკარგებოდა, ჩაბნელებულ, ნესტიან, ჭუჭყიან და ობობებით სავსე სარდაფში დამალული თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდი და მოუთმენლად ველოდი სანატრელ დაძახებას: “გამარჯვებულო გამოდიიიი”. ძნელია იყო ისეთივე ბედნიერი ზრდასრულობის დროს, როცა საზოგადოების ათასი წესი გეხვევა თავს და დროის მოცემულ მონაკვეთებში უნდა ჩაჯდე: ისწავლო, იმუშაო, დაოჯახდე, დასერიოზულდე. ძნელია ისეთივე სიხარულით გიხაროდეს ყველა პატარა დეტალი. ჰოდა, რა თქმა უნდა მენატრება ნამდვილი სიხარულის, იმედგაცრუების და ნამდვილი სარდაფის სუნი.

ამიტომაც ავიშენე ქაღალდის სახლი. ისე, როგორც ბავშვობაში “შტაბი”. ოღონდ ეს სახლი ეხლა უფრო სევდიანია. ფურცლებზე ადამიანები, მონატრებები, ფიქრები და შეგრძნებები დავწერე. შიგნით შევიპარე და ღრმად შევისუნთქე ის, რაც ასე ძალიან მაკლია. ის, რაც ოდესღაც განვიცადე და სადღაც გამიფრინდა, ისევ ჩემთან მოვკრიფე სათითაოდ და ყველაფერი ისევ ჩემში დავაბრუნე. სინამდვილეში, არასოდეს არაფერი იყო ჩემი და ამიტომ, არც არსად წასულა. ყველაფერი რაც ვნახე, ვიგრძენი და გავიხსენე, ისევ ქაღალდის სახლშია, ჩემთან. ხანდახან ერთ კედელს სხვა ანაცვლებს, ხანდახან შეიძლება საძირკველიც კი შეიცვალოს, მაგრამ მე მაინც ჩემს სახლში ვიცხოვრებ. სულერთია სად ვიქნები, თბილისში, ბუქარესტში თუ საერთოდაც ლამაზქალაქში.

მოდით ხოლმე, მეწვიეთ ქაღალდის სახლში. ისეთ ქაღალდის ჩაის დაგალევინებთ, ნამდვილ ჩაიზე უკეთესს.


Photo source:


O zi mai calda in Bucuresti

Processed with VSCO with c1 preset

Poza facuta de mine din geamul biroului


Am decis sa scriu ceva in limba romana pentru prima data pe blogul meu. La inceput voiam sa folosesc si litere speciale din alfabetul romanesc, dar inca imi este foarte greu sa folosesc ă si â unde trebuie. Din cauza asta scriu cu litere latine. Imi cer scuze pentru greseli, pe care sigur o sa fac, pentru ca nu vreau sa ma corecteze cineva. As dori sa fie primul articol scris doar de mine in limba romana.

Am venit in Romania din Georgia acum un an si jumatate , am venit ca sa fiu cu prietenul meu, Florin. Ne-am intalnit in 2012, in Slovacia. Sincera sa fiu, sunt foarte fericita cu el, dar o sa va spun direct: mi-e dor de Georgia foarte mult, chiar uneori vreau pur si simplu sa impachetez si sa plec de aici. Dar NU pentru ca nu imi place in Romania…

Perioada mai grea a inceput acum 3 luni, dupa ce am fost in Georgia pentru 11 zile in noiembrie. Inainte de asta cred ca nici nu aveam suficient timp sa ma gandesc la alte lucruri decat cum sa invat limba romana mai repede, cum sa ma obisnuiesc cu stilul de viata Bucurestiului si chestie mai practice. Am fost chiar foarte multumita pana cand m-am dus in Georgia in noiembrie. Inainte mi-e imi placea ca sunt foarte multe evenimente in Bucuresti si poti sa urmarezi pasiunea ta (oriece ar fi) foarte usor. Asa cred si acum, Bucuresti este un oras foarte viu si plin de lucruri interesante. Dar s-a intamplat ceva in Georgia (nu stiu ce) care m-a influentat foarte mult si care ma face foarte nostalgica.

Bineinteles am inceput sa ma gandesc ce anume nu este in regula aici in Romania sau ce este atat de special la mine in Georgia. Pana la urma, am ajuns la concluzia ca este ceva inexplicabil. Cand esti acasa, ai senzatia ca totul este familiar, ca oameni te inteleg usor si ca oriunde ai merge, esti in tara ta unde se vorbeste limba ta (in ambele se sensuri, figurat si literal vorbind).

Stiam si inainte, dar acum am realizat mai clar ca n-ar trebui sa astepti ca o sa te simti ca acasa altundeva. Este foarte natural si normal ca totul e altfel pentru tine. Chiar daca strazi sunt la fel, chiar daca traditiile sunt similare, iti lipseste ceva. Ceva de neinlocuit. Este foarte important sa intelegi acest lucru si ca esti deschisa pentru o aventura intr-o tara noua, sa accepti ce iti ofera atmosfera noua.

Astazi a fost o zi speciala pentru mine. Aseara a decedat bunicul meu in Georgia si am simtit nevoie foarte puternica sa fiu cu familia mea. Cand am aflat am fost in centrul vechi, m-a sunat mama mea si dintr-o data voiam foarte mult sa fiu in Tbilisi, dar din pacate nu se poate.Cand am ajuns acasa si am vorbit cu Florin, am povestit exact cum ma simteam si m-am culcat mai linistita.

Dimineata asta m-am dus la munca si acolo, am gasit colegii mei care au vrut sa ma ajute cu orice posibil si chiar ma-au ajutat cu compasiunea calda.

Iar la pranz cumparam niste hrisca, pentru ca in Georgia hrisca este mancata ca micul dejun foarte des. O doamna s-a apropiat de mine si m-a intrebat cu curiositatea mare cum se pregateste hrisca. Bineinteles am inceput sa explic detaliat. In curand a venit si un domn ca sa discute si el cu noi despre moduri de gatire de hrisca. Probabil o sa sune un pic „cheesy“ dar a fost un moment foarte important pentru mine, pentru ca uneori exact asta imi lipseste aici ca sa ma simt mai apropiata cu oameni, care nu le cunosc. Momente foarte mici compun o atmosfera mai calda si prietenoasa. Sper ca in curand, Romania o sa devina o tara si mai apropiata de mine. Oricum, daca pot sa ma exprim despre lucruri mai importante pentru mine in limba romana, deja este un inceput foarte bun.


Don’t take it personal

What does the phrase “Don’t take it personal” actually mean? Most probably, someone told you something not so pleasant for you and it does concern you, but they ask you to ignore the fact that it concerns you… Not so easy, actually.

However, lately, I started to think that the whole life is about that: Just don’t take life so personal and you might discover that you are far more happier than you used to be. Well, I am not trying to teach anyone anything since I have myself no idea about life and this is not one of those annoying articles “7 reasons you’ve been living your life wrong”. Nope, this is just one small discovery of mine which I decided to share.

We have very strong tendency to imagine the world revolving around us and it’s natural, we “live in our bodies”, we look at the world from inside our head and it’s hard not to put everything through our filter. Nothing’s wrong with it. But there’s a small detail that changes everything. We often forget that this is just our perspective and every other person does exactly the same, for them, the world revolves around them and not around you. You ask: how is this good or making you happy in any way? God, have some patience and sacrifice a bit of your precious time, will you?

This is how:

When few negative things happen in our lives, we start to think:

  • Why does everything bad happen to me?
  • I bet this person wishes me harm
  • I must be lame and that’s why I am miserable
  • If I try to change something radically in my life, people might think I am stupid

and the final, lethal, all-consuming, making you want to hide under your blanket- phrase:


Whooow, wait a minute and stop here… Aren’t you believing yourself to be of too much importance or threat? Do you actually think the WORLD decided to have some strategy against you? Even Adolf Hitler didn’t have the whole world against him! Who do you think you are?

Exactly this is when we take ourselves too seriously, too important and overly noticable for other people. This is one of the main accompanying thoughts of anxiety. When you feel like you are on the spotlight.

Psychologists actually call this bias “Spotlight effect”. It is scientifically proven that other people notice you far less than you think. Psychologist Thomas Gilovich asked some students to wear shirts that would have embarrassing photos on them for the experiment and they were asked how many people they think would notice those imprints on t-shirts and the results were compared by actually asking others whether they noticed embarrassing photos or not. The experiment showed that people largely exaggerate how much they were noticed.


Photo Source:

On one hand, you might think this is a bit sad. Does it mean that nobody cares about us? No, it simply means that everybody is occupied with themselves, mainly minding their own business. Even if it happens that they judge you, it might come from their problems and inhibitions and by judging you they want to feel better about themselves. What others  think about you might actually have very little relevance and connection to reality. At least people who don’t know you that well.

This is why we should try and stop making up consipiracy theories against us. Walking around feeling under spotlight and believing that everything we do is noticed, judged and important. Life doesn’t happen to YOU, it just happens.

Just think how much freedom and power this actually gives to you. Try and start one of your days realizing that you really are the most important person for yourself and act accordingly. You might notice an interesting paradox that this realization might even make kinder to other people, since you realize now that they are just like you with their own problems, fears and beliefs.

Walk out of the door confidently in the morning. Believe that you can really make anything you want out of your day and your life. It’s really up to you. And if some negative events happened right after each other, don’t feel like some higher power or God is angry at you. It most probably is just unfortunate  coincidence and has nothing to do with you being a bad, worthless person.

Each problem is separate and try to deal with them separately.

Each person is different and try to understand them, try to see how the world might seem for them and you might become much more open to the outer world.

Life just goes on and gives surprises to you every day, accept them and please, please Don’t take it personal, it’s just life. You are not good, you are not bad, you are you, the way you think you are. What other people think about you is just their version of yourself which is filtered through their egocentric minds.

Don’t take life personal, don’t be so greedy, it belongs to everyone, my dear!


P.S. Thanks to the psychologist Anca Bucur who inspired me for writing this post


Photo Source:



ემიგრანტის ფიქრები – მოწყენილი ვიქნები

მოკლედ, როცა რაღაც მაწუხებს, წერის გარდა არაფერი მშველის. რა ქვია ამ მდგომარეობას?  არ ვიცი. საერთოდაც, რატომ უნდა ერქვას რამე?!

ძალიან ძნელია საკუთარ ქვეყანაზე წერა. რამდენიმე ხნის წინ დავწერე სტატია საქართველოს შესახებ. ინგლისურად იყო და სულ სხვანაირად დაწერილი, გამოზომილი, აწონ-დაწონილი, არაქართველებზე გათვლილი და ინფორმაციით დახუნძლული. ძნელი იყო საქართველოზე წერა, ისე, რომ ნეიტრალურობა შემენარჩუნებინა, ყველაფერი ერთ პატარა სტატიაში ჩამეტია, არც ძალიან მექო, არც ძალიან მელანძღა და შესაბამისად, წერა გამიგრძელდა, ერთი თვე ვტანჯეთ ერთმანეთი მე და ვორდის ფაილმა და ბოლოს, მემგონი კარგი გამოვიდა. იმას მაინც მივაღწიე, რომ თუ უცხოელები აქამდე ათასჯერ დასმულ კითხვებს თავიდან დამისვამენ (და ეჭვიც არმ მეპარება, რომ ასეც მოიქცევიან) უბრალოდ ლინკს მივცემ და პასუხიც გაცემული იქნება. თუ წაკითხვა დაეზარებათ, ესე იგი არც აინტერესებდათ და ტყუილად ლაპარაკში მაინც არ დამაკარგვინებენ დროს .

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ… სულ სხვაა, როცა შინაურულად, ქართულად და გულწრფელად გინდა დაწერო შენს ქვეყანაზე. ის რაც გაწუხებს, რაც გაღელვებს და რასაც ქართველები წაიკითხავენ და შეიძლება ცოცხლად შეგჭამონ „ემანდ რამე თუ შეგეშალა“. ვიცი, რომ თავი შარში გავყავი, მაგრამ ეგ არაფერი, აბა ეს უცხოელები ერთს საწყენს არაფერს გეტყვიან. ცოტა გამლანძღეთ, გამაკრიტიკეთ, მეჩხუბეთ, არ მეწყინება.

დაახლოებით წელიწადნახევარია საქართველოში აღარ ვცხოვრობ, რუმინეთში ვარ და აქამდეც მენატრებოდა საქართველო, მაგრამ ეხლა სულ სხვანაირად, გულის გამაწვრილებლად მომენატრა. უცებ დამავიწყდა ყველაფერი, რაც ადრე საქართველოში ყოფნისას არ მომწონდა, მარტო სიცილი და კისკისი მახსოვს. იმიტომ არ წამოვსულვარ საქართველოდან, რომ არ მომწონდა. არა, უბრალოდ “სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა”, თორემ კაცმა რომ თქვას რა მინდა რუმინეთში. არა, ისეც არ იფიქროთ, რომ აქ რამე პრობლემა მაქვს  და უბედური ვარ ან რუმინელები არიან ცუდი ხალხი… საერთოდ არაფერიც არ იფიქროთ და უბრალოდ დამიჯერეთ – რაც არ უნდა კოსმოპოლიტური აზრები გაწუხებდეს და ნაციონალიზმზე ამრეზით ლაპარაკობდე, შენი ქვეყანა შენი ქვეყანაა და ძალიან დიდი ადგილი უჭირავს გულში. ეხლა ვხვდები სრული სისავსით რაზე გიჟდებიან უცხოელები საქართველოში რომ ჩამოდიან.

მე რა მომენატრა? უჰჰჰ!

ჩემი ოჯახი – ოხ, არ გაგვაგიჟოო, შეგიძლიათ მითხრათ, ოჯახის ამბები ოჯახში უნდა დარჩესო, სიყვარულს მალვა უყვარსო.. ისაო და ესაო. არ მაინტერესებს, უნდა მოგახვიოთ ჩემი ოჯახური ამბები თავს. ორი ძმა მყავს და თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც ორი მყავს. ხოდა ხუთნი ვართ ოჯახში. ტექნოლოგიური ეპოქის შემოჭრასთან ერთად, ჩვენც შედარებით უფრო შევძვერით ლეპტოპებში, ტელეფონებში და ყველა თავის საქმეში, მაგრამ არაფერი იმაზე მეტად არ მაბედნიერებს, როცა ხუთივე სამზარეულოში ვიკრიბებით და მივედ-მოვედებით, ვიცინით, ვტირით ან სულერთია, რამეს ვაკეთებთ ერთად. მომენატრა, როცა 4-ნი შევგროვდებით, მე-5 გაიგონებს კოლექტიურ ხორხოცს და ისიც შემოგვიერთდება კითხვით: “რა ხდება აქ? დღეს რას განვიხილავთ?”. დედაჩემი და მამაჩემი რაღაცნაირი არასტანდარტულად ბავშვური მშობლები არიან. ბავშვობიდან არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ ჩვენს შორის რამე განსაკუთრებული ბარიერი იყო ასაკის ან ოჯახური როლების გამო. სულ საერთო მხიარულება ან საერთო მოწყენილობა იყო. მიუხედავად იმისა ვინ შვილია, ვინ-და ვინ-ძმა და ვინ მშობელი. ან რა ჯობია როცა ძმებთან ერთად საყვარელ ფილმს ჩაუჯდები, ან მთელ ღამეს ფილმის არჩევაში გაატარებ და ბოლოს დაიძინებ. ან ძილის წინ თამაშობ ერთ ასოზე დაწყებული სიტყვების “ჩამოთვლობანას”, თამაშის ბოლოსკენ სიტყვები იშვიათდება და იშვიათდება, თვალებიც ძილს გთხოვენ, მაგრამ ვერ ნებდები და როცა მეორეს თითქმის ჩაეძინა, უცებ წამოიყვირებ:

-ჭაბურღილი!!!,- ნახევრადმძინარე მეტოქე ჯერ გეტყვის, ყოჩაღ მოიგე, მე ვიძინებო, მაგრამ მაინც არ მოასვენებს ტვინი და გააგრძელებს ფიქრს “ჭ.. ჭ… ჭ… ჭაღი იყო.. ჭერიც იყო… ანბანის მიხედვით მივყვები, ჭაბი ჭაგი ჭადი … ”

-ჭადი სწორია?

-არა, ხო იცი, რო მჭადია სწორი

-დასავლეთ საქართველოში რო ჭადს ამბობენ?

-ოო არა, არ ითვლება.. და ასე, უსასრულოდ.

ან იმას რა ჯობია, როცა ძმები გიტარაზე უკრავენ, შენც რაღაცას ყროყინებ და არ გეუბნებიან, გაჩუმდიო…და ასე შემდეგ…

ქართული იუმორი

რითი განსხვავდება ქართული იუმორი? რითი და ურთიერთდაცინვა არცერთ ქვეყანაში არ მინახავს ასეთი პირდაპირი, უტაქტო და მაინც კეთილი და უწყინარი. ერთხელ წამოგცდება რამე ცოტა “ისე”, ჩავარდები მეგობრების ყბაში და კარგად მეყოლე. “კარგად მეყოლე” იმას ნიშნავს, რომ შენც ღირსეული პასუხი უნდა გასცე და გოიმურად არ ავარდე, შენც გაიცინო, მეგობრებიც გააცინო და სულ იცინო და იცინო. ან რას გიხსნით, თქვენც მშვენივრად იცით. არა, ბოღმაში და ღვარძლშიც მაგრები ვართ, მაგრამ იუმორი სულ სხვანაირია მაინც.

თან რუმინული კი ვისწავლე, მაგრამ ჯერ ისე ვერ ვთამაშობ სიტყვებით და ვერ “ვამუღამებ” ნიუანსებს ისე, რომ ენამოსწრებულად ვიხუმრო და ვიშაირო. ჯერ ბევრი მაკლია მაინც ამ დონემდე და ეს საშინლად მიშლის ნერვებს. ჩემი თავის უფრო მოსაწყენი ვერსია ვარ.

თბილისური ამინდი

მომენატრა იმაზე წუწუნი, რომ ვაიმე როგორ ცივა, 6 გრადუსია, როცა აქ მინუს 16-ია და მეტროდან სამსახურამდე 15 წუთი ფეხით უნდა იჯლოყინო გაყინულ თოვლზე. ვიცი, რომ მანდაც ცივა, მაგრამ ასე ძალიან არა და მანდ მზე მაინც თითქმის სულ ანათებს და ნუღარ წუწუნებთ ამინდზე! დუტ!

თბილისში უმისამართოდ ბოდიალი

შეხვდები ვინმე მეგობარს, ჯერ სადმე დასხდებით და მერე ერთ-ერთი იტყვის: “ფეხით ხო არ გავიაროთ ცოტა?” და გაივლით. ხან აუყვებით, ხან ჩამოუყვებით. მომენტებში სულაც აღარ გახსოვს სად ხართ ზუსტად, მიმოიხედავ და გაიფიქრებ: “ა, ხო” და გააგრძელებ ბოდიალს. ძირითადად სოლოლაკს ვგულისხმობ, აბა მუხიანში თუ დაგავიწყდა სად ხარ, შეიძლება ვერც ვეღარასდროს გაიხსენო.

მოკლედ, რა პატარაა ეს თბილისი!

სიპატარავე მომენატრა. დიახაც სიპატარავე. ყველა ყველას იცნობს, ან თუ არ იცნობს, ნახევრად იცნობს, ან თუ ნახევრადაც არ იცნობს, “სახეზე იცის”. უმისამართოდ ბოდიალის დროს აუცილებლად შეგხვდება ერთი, ორი, სამი ან შვიდი ნაცნობი. ცნობილი ადამიანის ცნებაც შეფარდებითია, “სელებრითობა” და ლოყების დახოკვა იშვიათი რამე და მოკლედ “ქართველები არ ვართ ყველა? შინაურები?”

ქართული მამაპაპური ყაყანი

აი ვთქვათ მეგობრები მსჯელობთ სად წახვიდეთ და უცებ ეს თემა ურთულესი გადასაწყვეტი ხდება და ყველა ერთად იწყებს ლაპარაკს. ყველა ერთად ყაყანებს: “ხუტოროკი მომბეზრდა, მირზაანში ხინკალი არ ვარგა, მე არ მშია, სადმე საკაიფო ბარში დავსხდეთ, ოოო მე მშია, რამდენი ტაქსი გვინდა, ვინ მოდის? ყველას უთხარით?” და ამ დროს ვიღაცამ არეულობით ისარგებლა თურმე და იყვირებს ფილტვების დასკდომამდე: “მოკეტეთ! 2 ტაქსი მოვიდა, წავედით დროზე!” და ყველა ჩაცმას იწყებს, მაგრამ ყაყანი გრძელდება: “ოოო, სად მივდივართ? მე ეგ არ მინდა, მე მინდა, რა კაია! მაგიდა დაჯავშნეთ?” დ ასე შემდეგ. მომენატრა ყაყანი, იმიტომ, რომ მეც ველური ვარ, უზრდელი და მორიგეობით ლაპარაკი მოსაწყენია, აი ასე!

მაგიდების შეერთება

ნუ ესეც ყაყანის ლოგიკური გაგრძელებაა… და უბრალოდ იმის სიმბოლოა, რომ ბევრნი ხართ ერთად და ხმაურობთ, აქტიურობთ და ჩოჩქოლებთ და ერთი მაგიდა არ გეყოთ, თორემ თვითონ მაგიდის შეერთების პროცესი, დიდი ვერაფერი…

აქტიური ქალები ავტობუსში, რომლებიც გინდა-არ გინდა გელაპარაკებიან

აი ეს უცერემონიოდ და შესავლის გარეშე ლაპარაკის დაწყება მომენატრა ტრანსპორტში. რა თქმა უნდა, ხშირად ყურსასმენები გამირჭვია თავის დასაცავად, თუ თემა არ მაინტერესებდა, მაგრამ ისეც მომხდარა, რომ კარგად მიცინია. აბა აქ, ვინ რას გეტყვის ან გაგაცინებს. მაქსიმუმ გზა გკითხონ. თან სულ მე მეკითხებიან და ჯერ ამდენიც არ ვიცი, რომ სხვას ვასწავლო… ბედი უნდა ყველაფერს! მაინც მივასწავლი ხოლმე წვალებით და მერე სასიამოვნო დღეს მისურვებენ… უზრდელები… სასიამოვნო დღე არა ის, მოიცა რა…მივხვდი, რომ ქართველებს ზრდილობის უაზრო წესები არ გვაქვს, დღეში ასჯერ: გემრიელად მიირთვით, სასიამოვნო დღეს გისურვებთ, შეგარგოთ, დიდი გოგო გაიზარდე და მსგავსი ფრაზები საკმაოდ იშვიათია აქაურობასთან შედარებით. ამდენი ზრიდლობაც არ შეიძლება კაცო, დავიღალე!


ხოოო… მძიმე სიტუაციაა. ალბათ მეტყვით – მერე ჩამოდი, რაღას რჩები მანდო. ეგრე ადვილიც არ არის. ეგ არ მითხრათ რა.. რამე სხვა მითხარით, მაგალითად დამცინეთ ან შემიცოდეთ თუ გინდათ, მაგრამ ყველაფერს ჯობია, რამე მირჩიოთ, როგორ გავუმკლავდე მოულოდნელ და მძაფრ ნოსტალგიას. მომენატრეთ თქვე ოხრებო და რა ვქნა, რა…

ყველაზე “გულისშუაზეგადამხლეჩი” იცით რა არის? დავიარები ამ ბუქარესტში მოწყენილი და ნოსტალგიაში გადავარდნილი, ფიქრებით თბილისში მყოფი და ვინმე მკითხავს:

-Where are you from?


-Georgia?! What is that?…

უყურე ეხლა ამ უსირცხვილოს! მე აქ გავგიჟდე ლამის და ეს კიდე ტყემალზეა… რა უნდა ელაპარაკო…

შენიშვნა: ამ პოსტს სურათს არ ვურთავ. აბა მოწყენილ, ფანჯრის რაფასთან მჯდომ გოგოს ხო არ დავურთავ ან საქართველოს რუკას?! ან საქართველოს რუკასთან მჯდარ მოწყენილ გოგოს?!




ბუქარესტო, გახდი რა ჩემი ქალაქი!


ფერების ფესტივალი ბუქარესტში; ფოტოს ავტორი – მე🙂

ძალიან მინდება ხოლმე, რომ ბუქარესტში თავი ისე ვიგრძნო, როგორც ჩემს ქალაქში, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერაფრით მივაღწიე. თბილისივით ესეც „კომუნიზმ-გამოვლილი“, არეულ-დარეული, ტანჯული და “ნაიარევ-წარსულიანი” ქალაქია, მაგრამ მაინც უცხოა და ვერაფრით გავუშინაურდი. მთავარი შეუთავსებლობა ალბათ იქიდან მოდის, რომ სულ დაბლობია და სწორი გზები. კაცი თუ აღმართზე არ აქოშინდი, გული არ აგიჩქარდა, ის ქალაქი რის ქალაქია?! კარგი, ჯანდაბას, აღმართები ნუ იქნება, მაგრამ ერთი-ორი დაღმართი მაინც ხომ შეიძლება, რომელზეც მუხრუჭის გარეშე, ამსუბუქებული დაეშვები?!

უკბილო ხუმრობები იქით იყოს და ყოველ დილა-საღამოს, სამსახურისკენ და სახლისკენ გზაზე ვცდილობ რამენაირად ვიგრძნო ბუქარესტის პულსი.

ადრე ბუქარესტის უფრო ძველ, ცენტრალურ უბანში ვცხოვრობდი და უცნაური არქიტექტურის ძველი და ელეგანტური შენობები პირქუშად მიყურებდნენ. წესით სასიამოვნო უნდა ყოფილიყო ძველ უბნებში ხეტიალი და იყო კიდეც, მაგრამ მაინც უცხო. რამდენიმე შენობას მოუვლელობისგან შეჭვარტლული კედლები აქვს და თითქოს ითრგუნები, გეშინია იმაზე ფიქრის, რომ ეს შენობა შენამდეც იდგა, შენ მერეც შეიძლება დიდხანს იდგეს და იმაზე მეტი ნახოს ვიდრე – შენ.


შენობა ბუქარესტის ძველ უბანში; ფოტოს ავტორი – მე

ეხლა შედარებით კომუნისტურ უბანში ვცხოვრობ. ერთი შეხედვით უღიმღამო ნაცრისფერი შენობები უემოციოდ მიყურებენ, მაგრამ მაინც თავისი ხიბლი აქვს ამ უბანს. მოწესრიგებულად განაწილებული სკამები და ხეები, პატარა, კუთხის მაღაზიები საკმარისია იმისთვის, რომ უბანს გამორჩეული ხასიათი ჰქონდეს და თუ დიდი ხანი აღარ ჩაივლი, თავიც კი მოგანატროს.

დილით ძალიან ვიბნევი და ვიხლართები ქაოსურ ხალხმრავლობაში და სიჩქარეში. სანამ მეტრომდე მივაღწევ, შედარებით სიმშვიდეში მიწევს 15 წუთი სიარული; არ იგრძნობა, რომ ყველას სადღაც ეჩქარება; მაგრამ როგორც კი მეტროში შევაბიჯებ, ყველაფერი რადიკალურად იცვლება. ხალხი ისეთი გაშმაგებით ცდილობს ერთმანეთის გადასწრებას და გადატვირთულ მეტროში თავის შეყოფას, რომ გეგონება ის 5 წუთი, რომლის მოგებასაც ცდილობენ (ყოველ 5 წუთში ახალი, ცარიელი ვაგონი მოდის), სამკვდრო-სასიცოცხლო 5 წუთი იყოს. ძალიან მიძნელდება ხოლმე აგრესია არ გამიჩნდეს გაზომბებული ხალხის მასის მიმართ. ყველას ნახევრად ძინავს (ჩემი ჩათვლით) და მეჩვენება, რომ ამ დროს ნაკლებად ადამიანურებიც ვართ. თუ მოახერხე და ვაგონში შეეტენე, ქურთუკი აუცილებლად მაშინვე უნდა გაიხადო, თორემ სიცხისგან გაიგუდები. ამის მერე ყველა ტელეფონს იღებს ჯიბიდან და უაღრესად დაინტერესებული და სერიოზული სახით რამეს თამაშობს ან უსასრულოდ „სქროლავს“. ერთადერთი (და ისიც ნაძალადევი) ურთიერთობის ფორმა რა თქმა უნდა არის: „ჩადიხართ?“ „არა, გაგატარებთ“ ან „დიახ, ჩავდივარ“.

მოკლედ, მძულს დილით მეტრო. ხანდახან ჩემ თავზე ვბრაზდები, რომ მტრულად ვარ ამ ხალხმრავლობის მიმართ განწყობილი და ვცდილობ გავუღიმო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭყლეტვის გამო ფაქტობრივად ვეხუტები, მაგრამ არ გამომდის, უღიმღამო გარემო თავისას შვრება.

მეტროდან სამსახურამდე გზაც ხალხით არის გადახუნძლული. ფეხით მოსიარულეები მანქანებივით იქცევიან და სხვადასხვა ზოლებში მოძრაობენ, სხვადასხვა სისწრაფით და თუ საჭიროა, ერთმანეთს უსწრებენ ოდნავ გასაგონი მობოდიშებით. მეტროს საგიჟეთის შემდეგ ამდენს ვეღარ ვუძლებ და ვცდილობ ამ სივრცეს მაინც გავეთიშო და იმ ფუფუნებიდან გამომდინარე, რომ მოქნილი გრაფიკი მაქვს (კიდევ კარგი! არავინ იცის ეს რამდენს ნიშნავს ჩემთვის), არსადაც არ მეჩქარებოდეს და ფიქრებსაც და ფეხებსაც ნელი და აუღელვებელი ტემპი მივცე. თუ მეტროში ამის საშუალებას გაჭედილი ვაგონი არ გაძლევს, ქუჩაში უფრო ადვილია სისტემიდან გაქცევა. ხანდახან უბრალოდ შეჩერდები, მიმოიხედავ, გაჩერდები, როგორც უძრავი ლოდი აჩქარებულ მდინარეში. თვეობით მეც ამ დინებაში ვიყავი ავტომატურად ჩართული და აზრად არ მომსვლია გვერდიდან შემეხედა ქუჩისთვის. ეს ქუჩა ბუქარესტის ერთ-ერთი მთავარი გამზირია და ამიტომ ყველანაირ სახლს შეხვდებით, მაღალს და შუშებიანს, დაბალს და ძველს, უცნობი არქიტექტორის ორიგინალურ და გარემოსთან შეუთავსებელ ჩანაფიქრს და ათას უცნაურ რამეს. გზაში 20-მდე ყავის აპარატია და ძნელია ერთმა მაინც არ გაცდუნოს და იაფი, უგემური ყავა არ გაყიდინოს. თითქოს ყავის ჭიქით ხელში უფრო საქმიანი ვჩანვარ და მეტ აზრს იძენს ჩემი სვლა სამსახურისკენ, რაც, რა თქმა უნდა დიდი სისულელეა.

გუშინ ერთ-ერთი სულის მოთქმის და შეჩერების დროს გადავწყვიტე მარტო ხალხის დინებისთვის კი არ შემეხედა გვერდიდან, სახლებიც შემეთვალიერებინა და ცაც. ყველაზე მეტად სახლების სახურავებმა მიმიზიდა. უცებ მომაწვა  ბავშვობის ყველა მოგონება. თბილისში, მე-13 სართულზე ვცხოვრობდი და 90-იანებში, როცა 3 გამოძახებიდან ლიფტი 2-ჯერ მოდიოდა და ამ ორიდანაც ერთ ასვლაზე აუცილებლად იჭედებოდი, სახლის სახურავს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა- სრულიად პრაქტიკული და მისტიური, ე.წ. „ზემოდან გადასვლა“.


“ზემოდან გადასვლის” სქემატური ახსნა; Paint-ის ექსპერტი – ისევ მე🙂

ანუ, თუ ლიფტი არ მუშაობდა, მაგრამ შუქი იყო, გვერდითა სადარბაზოს ლიფტს ვიყენებდით სახურავზე ასასვლელად, იქიდან ჩავდიოდით ჩვენს სადარბაზოში და 2 სართულს ბედნიერად ჩავირბენდით ხოლმე ფეხით, იმით გახარებულები, რომ 13 სართულის ავლა მაინც არ მოგვიწია. რამდენიმე მიზეზის გამო ეს პროცესი ძალიან მიყვარდა: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იშვიათობას წარმოადგენდა. დიდი შანსი იყო ან შუქი არ ყოფილიყო, ან არც მეორე სადარბაზოს ლიფტს ემუშავა, ან ბოლო სართულიდან სახურავზე ასასვლელი კარი ყოფილიყო ვინმე ბოროტი მეზობლის მიერ ჩარაზული: „შევწუხდი თქვენი ბრაგუნით სახურავზე!“. გარდა ამისა, სხვაგან სად ნახავს ბავშვი სახლის სახურავის მაგვარ უცნაურ რამეს? ათასი ხარახურა ეყარა (სამწუხაროდ,ნახმარი შპრიცებიც) და თან 2 სართულით მაღლა იყო ვიდრე მე-13 სართული! და ეს იცით რას ნიშნავდა? იმას, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანდა, ვიდრე მე-13 სართულიდან. იმხელა განსხვავებას იძლეოდა უფრო მაღალი რაკურსი, რომ შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს აფრინდი და ციდან უყურებდი იგივე გარემოს. უღრუბლო ამინდის დროს, მამაჩემი ყოველთვის გვეუბნებოდა, ნახეთ ბავშვებო, ეს კავკასიონის მთებია, რომელიც ჩვენი ფანჯრიდან არ ჩანსო და მახსოვს შორი, გაყინული მთები. ეხლა რომ ვფიქრობ, ცოტა უცნაურად მეჩვენება, დავიჯერო მე-13 სართულიდან თუ არ ჩანდა კავკასიონი, 2 სართულით ზემოთ ასვლა ჯადოსნურად აჩენდა?!

რაც არ უნდა იყოს, სახლის სახურავი ჩემთვის ყოველთვის მისტიურ და ჯადოსნურ ადგილად დარჩება. მითუმეტეს, რომ როცა ჩვენი ფანჯრიდან მოპირდაპირე შენობის სახურავს ვუყურებდი, ხშირად ვხედავდი ჩახუტებულ წყვილებს, რომლებსაც ეგონათ, რომ სახურავზე პაემნისთვის იდეალური ადგილი იპოვეს, სადაც ცნობისმოყვარე თვალს დაემალებოდნენ. თუმცა, ეჭვი მაქვს, ბევრჯერ ყოფილან დურბინდიანი უსაქმური მეზობლების ინტერესის მსხვერპლი.

ამ ფიქრებში გართულმა გავაგრძელე გზა სამსახურამდე და მომინდა ბუქარესტშიც ავსულიყავი რომელიმე კომუნისტური სახლის სახურავზე და გადმომეხედა ხმაურიანი ქალაქისთვის. ამ გრძნობამ თითქოს ცოტატი უფრო დამაახლოვა ბუქარესტთან.

Processed with VSCO with c1 preset

ხედი ჩემი სამსახურიდან ბუქარესტში; ფოტოს ავტორი – მე.

საღამოობით, შედარებით მშვიდად მოვაბიჯებ სახლში, ვფიქრობ დღისით მომხდარ ამბებზე, ვუსმენ „ნიკოს პოდკასტს“, მეცინება ან მეტირება და ნელ-ნელა, ჩემდაუნებურად ასოციაციები მიჩნდება ყველა კუთხე-კუნჭულთან. ერთი და იგივე ადგილზე ჩავლისას, მახსენდება რაზე ვფიქრობდი გუშინ, როცა აქ ჩავიარე, რაზე ლაპარაკობდა ამ დროს ნიკო ნერგაძე ან რაზე ველაპარაკებოდი ტელეფონით ჩემს მეგობარ ალას ნიუ-იორკში, ან სულაც რა სიმღერას ვუსმენდი… ხანდახან პატარა, კუთხის მაღაზიაში შევივლი, სადაც გამყიდველი ქალი ყოველთვის ღიმილით მხვდება და ათას კითხვას მისვამს. მერე რა, რომ საქართველო ჩემამდე გაგონილიც არ ჰქონდა? სამაგიეროდ ეხლა იცის დაახლოებით სად არის და ისიც იცის, რომელი ყავა მიყვარს და რატომ.

მაგრამ რაღაც მაინც გვაშორებს მე და ბუქარესტს, რაღაც გვაუცხოვებს და არ ვიცი, რა. შეიძლება სულ პატარა მუხტი გვჭირდება და გავშინაურდეთ კიდეც. მანამდე, როგორც ბავშვობაში თოჯინების თეატრში გვასწავლიდნენ, აბა დავუძახოთ ბატის ჭუკსო, მეც დავუძახებ ბუქარესტს: ბუქარესტო, ბუქარესტო, გახდი რა ჩემი ქალაქი…


ხედი ჩემი ფანჯრიდან თბილისში; ფოტოს ავტორი – მე



ხედი ჩემი სახლიდან თბილისში; შიშ-კანკალით გარეთ გადაყოფილი ფოტოაპარატი – ასევე ჩემი.